მედია: მიანმარში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია -  მოკლულია ერთი ადამიანი

მიანმარშო პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია და მომიტინგეები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

როგორც სამმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ განაცხადა, ცენტრალურ ქალაქ მონვიაში პოლიციამ ერთი ქალი დახვრიტა.