ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, მინისტრი შესაძლოა ორშაბათს, ლუქსემბურგში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას დაინფიცირდა.

„სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, მთავრობის ყველა წევს ტესტირება ჩაუტარდება. ვეჭვობთ, რომ შალენბერგი ორშაბათს, ლუქსემბურგში გამართული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრაზე დაინფიცირდა“, - განაცხადა პრესსპიკერმა.