ერაყში შეტაკებების დროს მინიმუმ 5 მომიტინგე დაიღუპა, 175-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა

მინიმუმ 5 მომიტინგე დაიღუპა და 175-ზე მეტი ადამიანი დაშავდა პარასკევს, ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნასირიაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაშავებულთა შორის უმეტესობა ტყვიის სროლის შედეგად მიღებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა და დასძინა, რომ დაახლოებით 120 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა უსაფრთხოების ძალების 57 წევრი.

მომიტინგეები ითხოვენ გუბერნატორის გადადგომას და სამართლიანობის აღდგენას იმ მომიტინგეებისთვის, ვინც 2019 წლიდან მოკლეს.