ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორ პირს, რომლებიც გზაზე ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.