შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებამდე განაცხადა, რომ ლატვიაში სამხედროებს გაგზავნის

შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ლატვიაში შვედური სამხედრო კონტინგენტის განლაგების გეგმების შესახებ გამოაცხადა. ეს ნაბიჯი NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმი ჯერ არ არის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. კრისტერსონმა განაცხადა, რომ შვედეთის შეიარაღებული კონტინგენტი ლატვიაში 2025 წლიდან განლაგდება.


მასპინძელ ქვეყანა ლატვიაში NATO-ს ძალების ხელმძღვანელობა კანადას ეკუთვნის.

მონაწილე ქვეყნები არიან ალბანეთი, ჩეხეთი, ისლანდია, იტალია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მიუთითებს სტოკჰოლმის რწმენაზე, რომ ქვეყანა 2024 წლის ბოლომდე მიაღწევს ალიანსის სრულ წევრობას. ამ დროისთვის ორ ქვეყანას (თურქეთი და უნგრეთი) არ დაუმტკიცებია შვედეთის გაწევრიანება.