ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი ფრანც ბეკენბაუერი.

ბეკენბაუერი მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე, ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში. მან თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი, მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. ბეკენბაუერს არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს ზედმეტსახელით Der Kaiser, ანუ "იმპერატორი."


მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი - პრეზიდენტი. ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში.

მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე, მწვრთნელის რანგში გახდა

ცნობისთვის, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში, 6 იანვარს გარდაიცვალა.