პარასკევს, ჩეხეთის მთავრობამ Ccovid-19 ინფექციის სწრაფი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განაცხადა ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, სამი კვირის განმავლობაში, მოსახლეობას საცხოვრებელი რაიონის გარეთ გასვლა ეკრძალება. გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.
ამავდროულად, დაიხურა მაღაზიების უმრავლესობა, მათ შორის საკანცელარიო და ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. დაიხურა სკოლები. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები სხვა მოსწავლეების მსგავსად სწავლას დისტანციურად გააგრძელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, უკვე ღია სივრცეებშიც, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ასევე პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ოფისებში.