ჰაიტის ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ჰაიტიში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან მდებარე ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა, 25 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰაიტის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხიდან მასობრივი გაქცევის შემდეგ, მცველებსა და პატიმრებს შორის დაპირისპირების დროს 25 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 6 პატიმარია. დაღუპულთა შორის არის ციხის დირექტორიც.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან რიგითი გამვლელებიც.

ხელისუფლების ცნობით, 60 მათგანი დაიჭირეს. გაქცეულიდან ერთ-ერთი მათგანი, ძლიერი ბანდის მეთაური, სახელად არნელ ჯოზეფი, მოკლეს.