აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ  ბაიდენის მიერ ინიცირებული 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბაიდენის მიერ ინიცირებული, Covid19-ის დახმარების, 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პაკეტს 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212 წინააღმდეგი იყო.

როგორც ცნობილია, ამის შემდეგ კანონი სენატში უნდა განიხილონ, რომელმაც მისი ძირითადი ელემენტი, მინიმალური ხელფასის გაორმაგება - საათში 15 დოლარი - უკვე დაბლოკა.

ეკონომიკური დახმარების პაკეტი 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობისაა. კანონოპროექტის მიხედვით, 400 მილიარდი დოლარი განკუთვნილი იქნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 1 ტრილიონი დოლარი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად იქნება განკუთვნილი, თანხის დანარჩენი ნაწილი კი, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას მოხმარდება.