რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში

ერევანში ვიზიტის მეორე დღეს, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ლუის ბონო სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს ხვდება.

კერძოდ, ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. დღეს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა.


მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს.

„აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნულია სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ამ ქვეყანაში ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავს თუ არა ჩასვლას. დეტალებზე არც ამერიკული მხარე საუბრობს.