რას მოხმარდება შვედეთის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული დახმარება

9 იანვარს Europetime-ს შვედეთის საელჩოში დაუდასტურს, რომ სტოქჰოლმმა საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. Europetime-ს შვედეთის საელჩოში ექსკლუზიურად განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა.


უფრო კონკრეტულად, შვედეთის მთავრობა საქართველოსთვის 490 000 აშშ დოლარის გამოყოფის გარდა, უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონ აშშ დოლარს, მოლდოვას კი, საქართველოს მსგავსად, 490 000 აშშ დოლარს ჰპირდება.


კერძოდ, საქართველოსთვის თანხა გამოიყოფა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.