იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„უკრაინული მხარის თხოვნით, იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ გააუქმა ნებართვა ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით გადაწყვეტილებას. მადლობელი ვართ როგორც მერიის, ასევე უკრაინელების იტალიაში, რომლებმაც არ დააუშვეს, შეცდომაში შეეყვანათ იტალიური საზოგადოება,“ - აღნიშნულია კომენტარში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქალაქებს, არ უზრუნველყონ პლატფორმები რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაციებისთვის. ნიკოლენკოს თქმით, ეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება რუსეთის აგრესიაზე უკრაინის გამარჯვებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ქალაქ მოდენაში დაგეგმილ გამოფენას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის მარიუპოლის თითქოსდა "კეთილდღეობას" ეძღვნება, პროვოკაციას უწოდებდა. კიევი იტალიისგან „რუსულ პროპაგანდაზე“ რეაგირებას ელოდებოდა.
უკრიანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ იყო გამოფენის ორგანიზატორი.