ყატარი პაკისტანს წელიწადში 3 მილიონ ტონა თხევად გაზს მიაწვდის

ნავთობისა და გაზის კომპანია Qatar Petroleum–მა პაკისტანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მიწოდებაის თაობაზე ხელშეკრულებას ხელი მოასწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Report.az-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყატარის კომპანია პაკისტანს წელიწადში (2022-2031 წლებში) 3 მილიონი ტონა LNG მიაწვდის.

ეს უკვე მეორე ასეთი ხელშეკრულებაა რომელიც ყატარსა და პაკისტანს შორის გაფორმდა.

2016 წელს მხარეებმა მიაღწიეს გრძელვადიან შეთანხმებას წელიწადში 3.75 მილიონი ტონა LNG- ის მოწოდებაზე.