უკრაინაში თითქმის მილიონ ბავშვს არ აქვს უსაფრთხო წვდომა განათლებაზე - გაერო

ომის შედეგად დაზარალებულ თითქმის მილიონ ბავშვს არ აქვს უსაფრთხო და საიმედო წვდომა განათლების გასაგრძელებლად, რაც საფრთხეს შეუქმნის მთელ მომავალ თაობას. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა დეპარტამენტის ოპერაციებისა და ადვოკატირების დირექტორმა ედემ ვოსორნუმ განაცხადა.


მისი თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებების მასშტაბები კვლავ დიდია. 14,6 მილიონზე მეტ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს სჭირდება სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება. ოთხი მილიონი ადამიანი - მათ შორის თითქმის ერთი მილიონი ბავშვი - კვლავ დევნილად რჩება ქვეყნის შიგნით. 6,3 მილიონზე მეტი ადამიანი აგრძელებს ლტოლვილად ცხოვრებას მეზობელ ევროპულ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში.