იტალიის პრემიერი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას ორბანთან, რომ უკრაინის დახმარება განბლოკოს - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს, დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, აღარ შეეწინააღმდეგოს უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და გააუმჯობესოს ურთიერთობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მელონი ასევე უბიძგებს ორბანს, შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან, როგორც ECR-ში გაწევრიანების პირობა.

"დისკუსიები გაიმართა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - განუცხადეს თანამოსაუბრეებმა Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით.