შავი ზღვის პორტ კონსტანცაში Nato-ს ეგიდით საერთაშორისო წვრთნა - Poseidon 21 დაიწყო.
სწავლებაში, რომლის დროსაც წყალქვეშა საფრთხეებზე რეაგირების ტაქტიკას ამუშავებენ, მონაწილეობს ბულგარეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, ესპანეთის, აშშ-ისა და თურქეთის 700-მდე სამხედრო მოსამსახურე. წვრთნები რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ არის ორგანიზებული.
Poseidon 21 არის NATO-ს კომბინირებული ერთობლივი გაძლიერებული სწავლების პროგრამის ნაწილი, რომელიც უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე რეგიონში მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.
სამხედრო-საზღვაო წვრთნა 6 მარტს დასრულდება.