ეს წელი გადამწყვეტი იქნება თავისუფალი სამყაროს ყველა პარტნიორისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, „წელს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობის, ჩვენი კულტურის დაცვისა და ყველა ერის სამართლიანი მშვიდობის სასარგებლოდ.“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024-ს მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი უწოდა.

„ომის დროს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთის უკან დახევა შესაძლებელია. ახლა კი ამოცანაა, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენთვის, ის მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვინდა. მხოლოდ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენი ერებისთვის - უსაფრთხოება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ხანგრძლივი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


მან აღნიშნა, რომ ეს წელი მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, ლიეტუვისთვის და თავისუფალი სამყაროს ყველა პარტნიორისთვის. „ამიტომ, წელს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული თავისუფლების, ჩვენი სახელმწიფოების მთლიანობის, ჩვენი კულტურის დაცვისა და ყველა ერის სამართლიანი მშვიდობის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.