ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს

ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. შესაბამისი განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


„უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე", - აღნიშნა კარისმა.


მისი თქმით, ესტონეთს აქვს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნება გაყინული რუსული სახსრების გამოყენება.

„რუსეთს სურს დაიპყროს არამხოლოდ უკრაინა, ის მთელ დემოკრატიული სამყაროს დაუპირისპირდა," - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩასვლამდე, ლიეტუვაში იმყოფებოდა.