პოლიტიკა
ახალი ამბები
დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა.
საგარეო უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
საქართველოს შესახებ საავტორო სტატიაში დანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან ქონება რუსეთში დააგროვა.