აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-დეკემბერში 5,3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.
„ევროპაში 11,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა ექსპორტზე, თურქეთში - 9,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველ - 2,5 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 5,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა," - განაცხადა შაჰბაზოვმა.