უკრაინის მარცვლეულის დერეფანი ომამდელ შესაძლებლობებს აღწევს - უკრაინა

უკრაინული მარცვლეულის დერეფანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე სრული დატვირთვით მუშაობდა. უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერის დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, დერეფანში უკვე გაიარა 500-ზე მეტმა გემმა და მისი საშუალებით, 10 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.


„ტვირთის აბსოლუტური უმრავლესობა მარცვლეულია, რომელიც ასე აკლია გლობალურ სამხრეთს. რაც შეეხება მის (მარცვლეულის დერეფნის - რედ.) ექსპლუატაციას, მან მიაღწია თავის შესაძლებლობებს, რაც სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო,“ განაცხადა პლეტენჩუკმა. საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, ვერ ვიტყვით, რომ „მარცვლეულის გარიგება“ უკრაინული დერეფნის ალტერნატივაა, რადგან ტვირთის რაოდენობა ამაზე მეტყველებს.


2020 წლის ივლისის შუა რიცხვებში რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. ამის შემდეგ უკრაინამ ექსპორტის განახლება აგრესორი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტა. უკრაინის შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ მარცვლეულის დერეფნის მუშაობა, პორტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით შეაფერხოს.

აგვისტოში უკრაინამ დროებითი დერეფნები სამოქალაქო სავაჭრო გემებისთვის გახსნა. მარშრუტები, უპირველეს ყოვლისა, გათვლილია იმ გემებზე, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინის პორტებში იმყოფებოდნენ. უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დროებითი დერეფანი უკვე 200-მა გემმა გაიარა. მათ ოდესის პორტებიდან 7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გაიტანეს. ახლა ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.