აშშ საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერია - საელჩო

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ელჩი დანიგანი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს მასპინძლობისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. ამ სივრცეებში დაცული არტეფაქტები საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერი და გულშემატკივარი, აღფრთოვანებული ვართ ეროვნული მუზეუმის თვალსაჩინო განვითარებითა და წარმატებით,“ - წერს საელჩო.