ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9415 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9427 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 12 იანვარს შევა ძალაში.