ტაილანდი ვაქცინაციას იწყებს

ტაილანდში ვაქცინაცია დღეს იწყება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ ვაქცინები როგორც Astrazeneca-სგან, ასევე Sinovac-ისგან მიიღო. Sinovac-ის ვაქცინები მაღალი რისკის პროვინციებში გადანაწილდა და პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სპეციალისტებს აცრიან.

Astrazeneca-ს ვაქცინა კი ჯერ ხარისხის კოტროლს გაივლის და გამოყენებისთვის მზად მომდევნო კვირიდან იქნება.

ტაილანდმა Sinovac-ის ვაქცინის პირველი 200,000 დოზა ჩინეთიდან და AstraZeneca-ს ვაქცინის 117,00 იმპორტირებული დოზა მიმდინარე კვირას მიიღო.