რუსეთის ბელგოროდის რეგიონში თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ბელგოროდის რაიონზე, დღეს, 11 იანვარს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დარტყმის სამიზნე ელექტრომომარაგების ობიექტი იყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მისი განცხადებით, „დაზიანებულია ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტი და 50-მდე ოჯახი დროებით ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.“


ბოლო დროს ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ ცნობები გახშირდა. რუსული მხარე სარაკეტო დარტყმებსა და დრონების თავდასხმებზე საუბრობს. კერძოდ, რეგიონის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა 8 იანვრის საღამოსაც გაიგეს.