ფაშინიანმა მომხრეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, პირველ მარტს აქციაზე გავიდნენ ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პრემიერის პირველი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ახლა პრეზიდენტმა სამი დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს ხელი ბრძანებულებას, ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

გენშტაბის მეთაურმა პრემიერის გადადგომა მოითხოვა, რასაც ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

პარალელურად, ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება.