მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო

მოლდოვაში ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. ქვეყანას ვაქცინა რუმინეთმა მიაწოდა.

„რუმინეთი ასრულებს დანაპირებს. დღეს ჩვენ ვიღებთ პირველ დოზებს, AstraZeneca-ს 21,600 დოზას”, - დაწერა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ ციტუმ Facebook- ზე.

მისივე ინფორმაციით, მოლდოვა დანარჩენ დოზებს შემდეგ თვეებში მიიღებს.

ვაქცინას მომდევნო კვირიდან, პირველ რიგში ჯანდაცვის სპეციალისტებს გაუკეთებენ.

მთავრობა ასევე ელოდება 140 000 დოზას AstraZeneca-სგან, ვაქცინას COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, მოლდოვაში 3 მარტისთვის ჩაიტანენ.

ამ კვირაში მოლდოვამ Pfizer / BioNTech-ის და AstraZeneca ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. მან ასევე დაამტკიცა რუსეთის - Sputnik V მცირე პოლიტიკური აურზაურის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი მაია სანდუ დაადანაშაულეს მოლდოვაში ვაქცინის გამოყენების დაბლოკვაში, თუმცა ამ ბრალდებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფდა.