ტრანსადრიატიკის მილსადენმა (TAP) 2023 წელს 11,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გადაზიდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია TAP AG-ზე დაყრდნობით. აქედან 1,39 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 0,67 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 9,37 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტიდა.
გაზსადენმა ექსპლუატაციაში შესვლიდან სულ 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაზიდა. აქედან 1,83 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 3,03 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 25,9 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტირდა.
TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.