ჩატარდა 27 885 ტესტი - 248 ახალი შემთხვევა, 525 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 248 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 525, 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჩატარდა 27 885 ტესტი,

პანდემიიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 270 758-ს, გამოჯანმრთელებულთა კი 265 114-ს შეადგენს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 510 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კოვიდინფიცირების 248 ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

აქტიური შემთხვევა - 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 712, აჭარაში - 166, იმერეთში - 264.

მძიმეა 265 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89 %,-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.96 %, 7 დღის განმავლობაში კი 1.55%. დადებითობის მაჩვენებელი ტესტირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოვლენილ შემთხვევებს ნიშნავს.

გუშინ ვირუსი 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.