ამერიკულმა მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

ამერიკულმა მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. იტყობინება BBC.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვკის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ფაქტს ამაღელვებელი მომენტი უწოდა.

„ამაღელვებელი ამბავი ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, თუმცა ბრძოლის დასასრულისგან შორს ვართ. ყველა ამერიკელს ვთხოვ, დაიცავით სოციალური დისტანცია, ატარეთ პირბადე“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა გავრცელებულ განცხადებაში.