ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს

ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინ-ტი ლიდერობს.

ამ დროისთვის, საარჩევნო უბნების 60%-ზე მეტია დათვლილი.


ლაის უახლოეს კონკურენტს, ჰოუ იუს, რომელიც ოპოზიციურ პარტია „გომინდანს“ წარმოადგენს, ამომრჩეველთა ხმების 33,2% აქვს. ტაივანში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დასრულდა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაი ჩინ-ტის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან ის ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს.

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

გაეცანით Europetime-ის სტატიას