შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გორში მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ადგილობრივ ვეტერინარიულ კლინიკაში ამბობენ, რომ ძაღლის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია.
- განახლება: კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი სავარაუდოდ, იარაღით დაჭრა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
ეს ბოლო კვირის განმავლობაში გახმაურებული მეორე მსგავსი შემთხვევაა. გამოძიების ცნობით, 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ძაღლს ჯოხით სასტიკად სცემა. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა.