ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ყველა მხარეს შერიგებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
„ვისაც საქართველო უყვარს ეს სიტუაცია ყველას ძალიან დააფიქრებს. ჩემი აზრით, ყველაფერი არასწორად ვითარდება, ალბათ, ცოტა რომ დაწყნარდება სიტუაცია ამაზეც ვისაუბრებ.
ხშირად ვთავაზობდი გამოსავალს, რომ ეკლესია იყო ის სარბიელი... ხომ არ ვეუბნებოდი, ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა, მოსულიყვნენ ჩვენთან, რომ შერიგებულიყვნენ, ქართველი ქართველს ადამიანურად დალაპარაკებოდა.
როდესაც ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები ამბობენ მოილაპარაკეთ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა ხალხის განწყობა ვიცი“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.