უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა გაიკეთა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჩინური Sinopharm-ის მიერ წარმოებული კოვიდვაქცინა გაიკეთა. მიმდინარე კვირას უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინური პრეპარატით დაიწყო ვაქცინაცია.

მანამდე უნგრეთში Sputnik V დაამტკიცეს. ვიქტორ ორბანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის 2,5 მცხოვრები, რომელიც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიარა, აპრილამდე აიცრება. ჯერჯერობით ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა ხუთი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენების უფლება გასცა.

Sputnik V ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.