ბულგარეთში NATO-სა და სამოქალაქო მიზნებისთვის 6 მილიარდი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურა აშენდება, - ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარეევმა BTV-სთან განაცხადა. ინფრასტრუქტურა მოიცავს გზებს, რკინიგზას, ნავთობსადენებს, საწყობებს და სხვა შენობებს.
NATO ბულგარეთში განათავსებს მრავალეროვნული ბრიგადის საბრძოლო გუნდებს, რომლებიც სულ 5000 ადამიანისგან შედგება. ისინი იქნებიან შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და ხუთი სხვა ქვეყნიდან.
ბულგარეთში NATO-ს ახალი სამხედრო ბაზა განთავსდება.