პირველ მარტს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ შემსუბუქდება. კერძოდ, ბათუმში, (დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან) რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.
გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები - თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებს ;უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეეძლებათ; მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში შეძლებენ მუშაობას. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება; იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ ხვალიდან დაემატება: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება; განახლდება კონფერენციები და ტრენინგები.
კომენდანტის საათი ჯერჯერობით არ უქმდება.