ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინსტრო ადასტურებს.
„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში.
15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი, საქართველოს მოქალაქეა.