2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს.
„ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არ მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსი ჯარისკაცებისთვის,“ - განაცხადა ჰოჯესმა.
ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც ყველგან შეიძლება მისწვდეს. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტს მან უწოდა ყირიმის იზოლაცია - ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა.
„პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით,“ - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.
- Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის