კულება ამბობს, რომ მას მოლაპარაკებებზე ლავროვისთვის სახეში გარტყმის სურვილი ჰქონდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ამბობს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს თანამოსაუბრისთვის დარტყმა უნდოდა.

უკრაინელ ჟურნალისტ რომან ბებეხისთან ინტერვიუში, კულებამ აღნიშნა, რომ ყველაზე რთულია ის მოლაპარაკებები, სადაც გინდა, ადგე და თანამოსაუბრეს სახეში გაარტყა, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემ საკუთარ თავს.

„ასეთი შემთხვევები ორჯერ-სამჯერ მქონდა,“ - განაცხადა კულებამ.


მან დააზუსტა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ლავროვთან შეხვედრაზე, თურქეთის ქალაქ ანტალიაში 2022 წლის მარტში მოხდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეს შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით მიმდინარეობდა.

Reuters-ის თანახმად, მაშინ კულება იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებები ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის შესაძლებლობას. შეხვედრა რაიმე შეთანხმების გარეშე დასრულდა და აღარ განმეორებულა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.