რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ შემსუბუქდება.

დღეიდან:

1. ბათუმში, (დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან) რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეშიც შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.

2. გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები - თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებს ;

3. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეეძლებათ;

4. მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

5. განახლდება კონფერენციები და ტრენინგები.

ცნობისთვის, იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ დაემატება: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება;

კომენდანტის საათი ჯერჯერობით არ უქმდება.