ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს

ყაზახეთი 2024 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.

მოსალოდნელია, რომ ექსპორტი 70,8 მლნ ტონას მიაღწევს, 56,7 მლნ ტონა კი, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) გავლით ტრანსპორტირდება.


2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე,


2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.