სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ორბელიანის სასახლეში ხვდება.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთანავე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ესტუმრება ევროკავშირის პროექტს, რომელიც მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და ღვინის სექტორის განვითარებას, ასევე გახსნის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს.

შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტამდე ეწვია მოლდოვას, სადაც პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.

საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.