დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

როგორც ცნობილია, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.