ევროპული საბჭოს პრეზიდნტი: ევროკავშირს სურს, რომ დარჩეს საქართველოს გვერდით

"ევროკავშირს სურს, რომ დარჩეს საქართველოს გვერდით", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, საქართველოში, თქვენთან ერთად. ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე, როგორც გუშინ მოლდოვაში და ხვალ უკრაინაში - ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის ქვეყნებისთვის.

ევროკავშირს სურს, რომ დარჩეს საქართველოს გვერდით და დაიცვას მისი ტერიტორიული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მინდა აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მეგობრობის მესიჯი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.