შარლ მიშელი: ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიურად იმუშაონ

"ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიურად იმუშაონ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი მოქმედება. მოვუწოდებ ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ", - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

"ჩემი ვიზიტი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება. როდესაც გამწვავებულია კრიზისი, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც.

ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიურად იმუშაონ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი მოქმედება. მოვუწოდებ ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ. დღის მეორე ნახევარში, საშუალება მექნება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.