COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 გამოჯანმრთელდა, 10 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 244 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 703 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 27 0918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523 , გარდაიცვალა 3 520 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.9 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%.

160 ახალი შემთხვევიდან 73 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 1 849, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278.

მძიმე პაციენტი 265. მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა: 89, მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11.

154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 25. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 369 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 312 პირი, აჭარაში - 386, იმერეთში - 664.