საქართველო COVAX-ისგან საბოლოო პასუხს ელის, Astrazeneca-სთან კი თანხის გადახდის ეტაპზეა

COVAX-ი გააკეთებს განმარტებას, რატომ მოხდა მისი განმარტების ინტერპრეტაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ განმარტება მოითხოვა ამასთან დაკავშირებით.

საქართველო COVAX-ისგან და Pfizer-ისგან საბოლოო პასუხს ელის, როდის მიიღებს ვაქცინას, Astrazeneca-სთან კი თანხის გადახდის ეტაპზე ვართ და მიწოდების გრაფიკი დაზუსტდება.

მისი თქმით, ტექნიკური და იურიდიული მზაობა არის. ქართული მხარის მხრიდან შეფერხება არ ჰქონია.

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში. მათი თქმით, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. COVAX-ი მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.

„თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.