სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს, რომელსაც საწვავის გადასაზიდად იყენებდნენ, ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც ჩიხში დგას და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
უწყების ცნობით, არავინ დაშავებულა. ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს.