ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) ეფექტიანად ავსებს ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიაციატივას.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რომში, იტალიური ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი რეგიონულ ჰაბად რომ ისცეს, ის აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს.
„ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გლობალური კარიბჭის სტრატეგიას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ G7-ის ძალისხმევას - „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციისთვის,“აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა 35 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში.
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 1300 კილომეტრზე მეტი მოცულობის რკინიგზის აშენებას. ეს გაზრდის საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთში, სამხრეთ აზიასა და ევროპაში. ამიტომ, ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში, სატრანსპორტო გემების ერთობლივ წარმოებასა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნაში,“ - აღნიშნა თოყაევმა.