ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები  ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის

"ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს", - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ, Twitter-ზე გააკეთა.

"მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი.

ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ.

ეს უნდა შეიცვალოს.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს შარლ მიშელი.